ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი
Business Support Centre Kutaisi
ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი (შემოკლებით „ბი-ეს-სი ქუთაისი“) შეიქმნა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ჩვენი ორგანიზაციის საკონსულტაციო სერვისები და აქტივობები მოიცავს:
- კონსულტაციებს მარკეტინგში, საწარმოო (ოპერაციულ) მენეჯმენტსა და ფინანსურ დაგეგმარებაში სხვადასხვა პროფილის (უპირატესად, სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა და ე.წ. „ჰორეკა“-ს სექტორი) მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის;
- დახმარებას ბიზნეს გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ბიზნესის მფლობელების ან/და ტოპ მენეჯერებისთვის;
- პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების მიწოდებას, ბიზნეს ქოუჩინგსა და მენტორინგს დამწყები ბიზნესებისა და მოქმედი მეწარმეებისათვის;
- ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, სექტორულ ასოციაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მეწარმეობის განვითარებისათვის სხვადასხვა სასარგებლო პროექტების ინიცირებით და განხორციელებით;
ჩვენი ერთერთი მოთხოვნადი მომსახურებაა ბიზნეს დაგეგმარება. ჩვენი ვებსაიტიდან თქვენ შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ბიზნეს გეგმის შესადგენი სახელმძღვანელო, ბიზნეს გეგმის word ფორმატის და ბიზნეს გეგმის pdf ფორმატის შაბლონები. აქვე ხელმისაწვდომია „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს იდეის აპლიკაციის და ბიზნეს გეგმის ფორმები.
პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროექტებს „მომხმარებლის უფლებების“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის და მეწარმეების მიერ ამ მიმართულებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების გაცნობიერებისათვის.
სიახლეები & ღონისძიებები
თუ გსურთ, თქვენი ბიზნესის საქმიანობა გახდეს წარმატებული მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიის წარმართვით ფეისბუქზე, შესაბამისი პოსტების პროფესიონალური დიზაინით, ან გესაჭიროებათ ბიზნესის ოპარაციული ფინანსური მოდელის შექმნა პროდუქციის / მომსახურების თვითღირებულების განსაზღვრისა და ფინანსური დაგეგმარებისათვის, დაგვიკავშირდით!
